LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიზიკის აუდიოკონსპექტები უკვე ხელმისაწვდომია – საქართველოს ბანკის და ხანის აკადემიის კამპანია „გამოცდები 2025“ გრძელდება

438
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ხანის აკადემიასთან თანამშრომლობით, კამპანიას „გამოცდები 2025“ ახორციელებს.

ახალგაზრდებს, ინიციატივის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ, მოუსმინონ სპეციალურად მათთვის მომზადებულ მოკლე აუდიოკონსპექტებს, რომლებიც სხვადასხვა საგამოცდო საგანში ძირითადი თემების განმტკიცებაში დაეხმარებათ.

ახლახან აუდიოკონსპექტებს ფიზიკაც დაემატა.

მასალებზე წვდომა მარტივია: აბიტურიენტებს შეუძლიათ აუდიოლექციებს პირდაპირ SoundCloud-ზე მოუსმინონ ან დაასკანერონ ქალაქის მასშტაბით მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე განთავსებული QR კოდები.

წარმატებებს გისურვებთ გამოცდებზე და გახსოვდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g