LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიზიკურად გამისწორდა “ოცნების” კანდიდატი – დაპირისპირება მარნეულში

83

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მარნეულში, ნაცემია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი. დაშავებულის ინფორმაციით, მას ფიზიკურად „ქართული ოცნების“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი გაუსწორდა.

დაშავებული ახალგაზრდა მარნეულის პოლიციაში მისვლას გეგმავს და მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს აცნობოს.

ადგილზე ჩასულები იყვნენ ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია, ასევე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი ეკა ბესელია.

„ფიზიკურად გამისწორდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი, შემოხეული მაქვს ტანსაცმელი. შეურაცხყოფილი ვარ, რადგან აქ ყველაზე მეტი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო და არავინ შეაჩერა ის. ის ეწეოდა აგიტაციას და ამომრჩეველს მოუწოდებდა, რომ ხმა მისთვის მიეცათ. მე წინააღმდეგობა გავუწიე და ინციდენტიც ამიტომ მოხდა,“ – აცხადებს დაშავებული.

 

magti 5g