არსებული ინფორმაციით, სანაპიროზე, კლუბ „ხიდის“ მიმდებარედ პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით ახალგაზრდა კაცი გააჩერეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
ტელეკომპანია შემთხვევის ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს. კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს რამდენიმე პოლიციელი მოქალაქის შეკავებას.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.