ცოტახნის წინ თბილისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს სცემეს. სპორტის, განათლების და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატები და ლევან ხაბეიშვილი ერთამენთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
“ერთ კაცს გამისწორდა სრულიად ქართული ოცნება… დამესიენ სვავებივით” – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა ხაბეიშვილს უზრდელი და ფარჩაკი უწოდა, რის შემდეგაც ვითარება დაიძაბა.