LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი ახლოვდება

136
ქონება

შემოსავლების სამსახური ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

ფიზიკური პირი, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, ვალდებულია წარადგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია თუ:

  • საკუთრებაში აქვს დასაბეგრი მიწა ან სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწით;
  • მისი და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული (2022) წლის მიხედვით აღემატება 40 000 ლარს და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება (უძრავი ქონება, მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი, იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი და მსუბუქი ავტომობილ(ებ)ი, ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და სხვა).

დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და მონაცემები არ იცვლება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 ნოემბრისა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები