ოთხამდე იზრდება იმერეთის ერთ-ერთ სოფელში იმ არასრულწლოვნების რიცხვი, რომლებიც ფიზკულტურის მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში სდებენ ბრალს, ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
სამი გახმაურებული შემთხვევის შემდეგ, პედაგოგის მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე კიდევ ერთი მოზარდის მშობელი საუბრობს. 54 წლის მამაკაცი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იძებნებოდა, უკვე დაკავებულია.
12-დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ოჯახის წევრების ინფორმაციით, სკოლის თანამშრომელი ბავშვებს სხვადასხვა მეთოდით აშანტაჟებდა. მშობლები ექსპერტიზის საბოლოო შედეგებს ელოდებიან.