LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხაკაძე: ნოემბრისთვის ახალი ტალღისთვის მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ

784
befunky-collage-2020-11-20-12-31-24-208249-2020-11-25-17-19-25-658197-2021-01-12_11-51-33_270793

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ მოსახლეობა ნოემბრისთვის ახალი კოვიდტალღისთვის უნდა მოემზადოს.

ფხაკაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში, National Geographic-ის სტატიის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

„კოვიდი არსად არ წასულა…

მარტო „ომიკრონის“ 200-ზე მეტი მუტაცია არის შესწავლილი და რამდენი არ არის.

ნოემბრისთვის ახალი ტალღისთვის უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მზად“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

როგორც National Geographic-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, საინტერესოა რა იქნება ბოლო, ყველაზე გავრცელებული „ომიკრონის“ შტამის შემდეგ.

მასალაში აღნიშნულია, რომ ახალი ვარიანტები ჩნდება და მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ არ აქვთ საკუთარი ბერძნული შესატყვისები, კოვიდ-19-ის მრავალი ვარიანტი მაინც განაგრძობს განვითარებასა და გავრცელებას.

„პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კოვიდის 10-მდე ვარიანტმა, რომელსაც საკუთარი ბერძნული სახელწოდებები ჰქონდა, მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.

2021 წლის ნოემბერში, ვირუსის სრულიად განსხვავებული ვერსია, „ომიკრონი“ გაჩნდა.

ბოლო 10 თვის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ დაუსახელებია რაიმე ახალი ვარიანტი, რაც ბადებს კითხვას: შეწყვიტა თუ არა ვირუსმა განვითარება?

ყოველ დღე კოვიდით, სულ მცირე 300 ამერიკელი იღუპება ბოლო სამი თვის განმავლობაში და დაახლოებით, 50 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში სექტემბერში – ეს ყველაფერი გამოწვეულია ომიკრონის ახალი ქვეშტამებით – BA.2, BA.2.12. .1, BA.4. და BA.5.

„კორონავირუსი მუდმივად ვითარდება და ახალი მუტაციები ჩნდება – დღემდე არსებობდა „ომიკრონის“ 200-ზე მეტი ახალი ქვეშტამი. SARS-CoV-2-ის ევოლუცია არ დასრულებულა“, – ამბობს პროფესორი ოლივიე შვარცი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g