LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხაკაძე: სახელმწიფო არ არის კარგი ინვესტორი, ყველა არასტრატეგიული აქტივი კერძო სექტორს უნდა გადაეცეს

76
ipiccy-image

ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითზე დადასტურდა, რომ სახელმწიფო არ არის კარგი ინვესტორი,- ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა არასტრატეგიული აქტივი კერძო სექტორს უნდა გადაეცეს.

„თუ რამე გააჩნია სახელმწიფოს ბალანსზე ნებისმიერი საწარმო თუ მატერიალური აქტივი კარგი იქნება თუ ამ აქტივის გადაცემა მოხდება კერძო სექტორზე. რასაკვირველია, სახელმწიფომ უნდა დაიტოვოს სტრატეგიული აქტივები. რამეთუ, კერძო სექტორი უფრო კარგად მოუვლის და შექმნის სამუშაო ადგილებს, ჩადებს ინვესტიციას და ხელს შეუწყობს დასაქმებას”,- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდება, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით არსებული, საინვესტიციოდ მიმზიდველი, უძრავი ქონების ნუსხა იზრდება. ჯამში სახელმწიფომ 400 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება ბიზნესსექტორს შესთავაზა. მოსალოდნელი ინვესტიცია – 350 მილიონ ლარს შეადგენს და სულ მცირე 10 000 ადამიანი დასაქმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g