LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხაკაძე: სამწუხაროდ, ჩემი კოლეგები გახდნენ ანტივაქსერული ჯგუფების მსხვერპლნი, ყველაფერში ვართ ჩავარდნილები

417
E26CBDF2-4FF6-4914-8378-771FC20A663B

“მიკვირს, როდესაც ჩემი კოლეგები სხვადასხვა სფეროდან ადამიანებს ტყუილ მოლოდინს უქმნიან – ვეუბნებით, რომ აი, გადავიტანოთ ერთი თვე და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. ერთი თვის გასვლის შემდეგ, როდესაც ვერ ხედავს შედეგს, ადამიანი კარგავს იმედს და ნდობას”, – ამის შესახებ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა და კორონავირუსის განვითარების 2022-ის ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარები განიხილა.

ფაქტია, რომ ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად აკლია ნდობა. ჩვენ არ ვენდობით საზოგადოებრივ ჯანდაცვის სისტემას. მოსახლეობას პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით აქვს ნდობა დაკარგული. ამიტომაცაა, რომ ვაქცინაცია ჩავარდნილია, არ იყენებენ სამედიცინო პირბადეს, დისტანციას არ იცავენ, შეზღუდვები პრაქტიკულად არ არსებობს, კოვიდპასპორტი კი არაეფექტური, დაგვიანებული დოკუმენტია, რომელმაც უკვე ამოწურა თავისი ფუნქცია, რაც უნდა გაეკეთებინა.

მოკლედ, ყველაფერში ვართ ჩავარდნილები. მე მიკვირს, ახალგაზრდა კოლეგების, რომლებიც თავად არიან აცრილი „ფაიზერით“ და არ ლაპარაკობენ ვაქცინაციაზე, რადგან ეს არ არის მოდაში. როგორ შეიძლება, რეიტინგის გამო ექიმი გამოდიოდეს დღეს და ამბობდეს, თქვენ თუ გინდა აიცერით თუ გინდა – არა.

სამწუხაროდ, ჩემი კოლეგები გახდნენ ანტივაქსერული ჯგუფების მსხვერპლნი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ტალღას არ უნდა ავყვეთ. ექიმებმა, პირველებმა უნდა მოუწოდონ ადამიანებს ვაქცინაციისკენ.

ის ექიმი, რომელიც დღეს ამბობს, რომ გინდა აიცერი, გინდა არა, ჩემთვის ექიმი აღარ არის. თავიდანვე ვამბობდი, ჩინური ვაქცინები არ ვარგა. ყველა ვაქცინა უნდა აიკრძალოს, მარტო უნდა იყოს „ფაიზერის“ ვაქცინა. სახელმწიფომ ასევე უნდა იმუშაოს „მოდერნას“ ვაქცინების შემოტანაზე”,- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

რაც შეეხება პროგნოზებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ საიმედო პროგნოზის მიღწევა თითოეული ადამიანის ხელშია. ამ თვალსაზრისით ფხაკაძე კიდევ ერთხელ მიუთითებს ვაქცინაციისა და სამედიცინო პირბადის გამოყენების მნიშვნელობას.

magti 5g