LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხაკაძე: “საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა არ დასრულდა და მე-5 ტალღას აჩქარებენ, პირადად ვნახე, თუ რა ხდება… არაპროფესიონალიზმი, ტყუილი, გარიგებები”

3785
befunky-collage-2020-11-20-12-31-24-208249-2020-11-25-17-19-25-658197-2020-12-27-19-45-34-208004

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საფრანგეთში არსებულ ეპიდვითარებასა და იმუნიზაციის პროცესს საქართველოში არსებულს ადარებს და წერს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია “დამღლელი და გულდასაწყვეტია”.

“საფრანგეთში 12 წლის ზევით მოსახლეობის 85.3% არის სრულად ვაქცინირებული (2 დოზით მაღალეფექტური ვაქცინით)

15 ოქტომბრიდან საფრანგეთში კოვიდ ტესტები აღარ იქნება უფასო და აღარ იქნება აღიარებული “კოვიდ საშვად”

მე-3 დოზა ფაიზერით ვაქცინაცია ჩვეულებრივი გეგმიური რეჟიმით მიმდინარეობს.

საქართველოში … არაპროფესიონალიზმი, ტყუილი, გარიგებები …

საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა არ დასრულდა და მე-5 ტალღას აჩქარებენ

პირადად ვნახე, თუ რა ხდება აჭარაში, იმერეთში, კახეთსა და თბილისში …

პირადად შემოვიარე, ელიავა, ლილო, იუსტიციის სახლი, ნავთლუხის ბაზარი, დეზერტირების ბაზარი, მოლები …

დამღლელი და გულდასაწყვეტიაა, რასაც ვუყურებ”,- წერს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები