7 დეკემბერს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციიდან, მედიაში, პირდაპირ ეთერში გავრცელდა კადრები, რომელშიც აქციის ერთ-ერთი მონაწილე სპეცრაზმის წინ დგას და მას მიმართავს – აღნიშნული მოქალაქე ბეატრის გაზდელიანია, რომელიც მოგვიანებით სამართალდამცველებმა დააკავეს. ბეატრის გაზდელიანი სპეცრაზმს წინ მას შემდეგ გადაუდგა, რაც მისი მეგობარი დააკავეს.
ბეატრის გაზდელიანი, რომელიც ახალ თავისუფალია, სოციალურ ქსელში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს სტატუსით ეხმაურება:
„დავიღალე, აღარ შემიძლია, ისეთი კიბერბულინგის ქვეშ ვარ, რომ საერთოდ აღარ მინდა არაფერი. იმაზე მეტს ვერაფერს დაწერთ, რაც ჩემმა ახლობლებმა მითხრეს, არავის არ გავუმართლებივარ!
არც ნარკომანი ვარ და არც დაბოლილი ვიყავი! ნარკოტესტიც ჩავაბარე და მაგიტომ გამომიშვეს დილითვე განყოფილებიდან.
ვაღიარებ იმას, რომ ვიყავი ნასვამი, ვიყავი აფექტში და ვიყავი პანიკაში, ჩემი მეგობარი, რომელიც არაფერს აშავებდა და უბრალოდ იდგა, დააკავეს და გაათრიეს ჩემს თვალწინ! ვნანობ, ძალიან ვნანობ, რომ ნასვამი ვიყავი, მაგრამ ასეთ უსამართლობაზე თვალს ვერ დავხუჭავდი! ფხიზელზეც იმავეს გავაკეთებდი.
არ მიცხოვრია საქართველოში წლების მანძილზე ოჯახური ვითარების გამო და ქართულად მეტყველება მიჭირს.
ჩემი ბრალია, ვიცი, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და ნარკომანს რომ მეძახით, წარმოგიდგენიათ რას ვგრძნობ საერთოდ? მაპატიეთ, თუ ჩემ გამო ქოცებმა შტერი თაობა გიწოდეს, მაპატიეთ რომ ჩემებურად გამოვხატე აზრი, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ? თუ ევროპულ ღირებულებებს ეძებთ, იქ არ აბულინგებენ ასე ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ ნასვამ მდგომარეობაში არიან აქციაზე. ამხელა კიბერბულინგს მე რუსებისგანაც ვერ ვიგრძნობდი და ეს ყველაზე მეტად არის გულსატკენი ჩემთვის.
გაუმარჯოს ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლს!!! არა რუსეთს!!!“ – წერს ბეატრის გაზდელიანი სოციალურ ქსელში.
დავიღალე ‼️ აღარ შემიძლია, ისეთი კიბერბულინგის ქვეშ ვარ რომ საერთოდ აღარ მინდა არაფერი. იმაზე მეტს ვერაფერს დაწერთ რაც…
Posted by Beatris Gazdeliani on კვირა, 08 დეკემბერი, 2024
ფოტო სლაიდზე: ბეა გაზდელიანი