Flare – ესაა ახალი ტიპის სპორტული ტრეკერი, რომელიც მინიმალისტური დიზაინითაა წარმოდგენილი. გაჯეტი ყოველდღიური გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და მისი წონა საკმაოდ მცირეა, რაც კომფორტულ ტარებას განაპირობებს. მოწყობილობა თავის მხრივ ითვლის ნაბიჯებს, კალორიებს, პულსის დინამიკას და მუდმივად გეხმარებათ იყოთ ფორმაში.
ფიზიკური აქტივობების გარდა დივაისი შეიძლება გამოიყენოთ როგორც ჭკვიანი ღილაკი – მისი მეშვეობით მართოთ მუსიკის ხმა ან გადაფურცლოთ სლაიდი საქმიან კონფერენციაზე. ამ ან და სხვა მრავალმხრივი შესაძლებლობებისთვის საჭიროა სპეციალური პროგრამის დაყენება, სახელად – Link.
წონისა და მრავალფუნქციურობის გარდა მოწყობილობის მთავარი პლუსი არის მისი ფასი, რომელიც საგრძნობლად მწირია ამ ფუნქციონალობის მქონე მსგავსი ტიპის გაჯეტების პარალელურად. Flare-ის საბაზრო ღირებულება სულ რაღაც 59.99$-ს შეადგენს.