ქართული მინერალური წყალი ”ფლატე” წარმოებას მარტიდან განაახლებს და პროდუქციის ამერიკის შეეერთებული შტატების და ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს.
როგორც ”ფორტუნას” შპს ”ქართული წყალი და კომპანიის” დამფუძნებელმა და დირექტორმა, მერაბ კუბლაშვილმა განუცხადა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს უცხოელ ინვესტორებთან და იგეგმება სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა.
”მარტიდან უკვე განვაახლებთ წარმოებას და ჩვენი წყალი გავა ყაზახეთის, თურქმენეთის, ბელორუსის, ასევე რუსეთის ბაზრებზე.. სამომავლოდ კი აშშ-სა და ევროპული ქვეყნების ბაზრების ათვისებაs ვაპირებთ”, – აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, ახალი ქართული მინერალური წყალი სერიოზულ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ სხვა ქართულ კომპანიებს, თუმცა ადგილობრივად რეალიზაციის პრობლემები მაინც არსებობს.
”სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ გვაქვს დისტრიბუცია ჩამოყალიბებული, რადგან ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ჩვენი პროდუქცია მაინც შეგვაქვს ზოგიერთ სავაჭრო ქსელსა, თუ სუპერმარკეტში”, – განაცხადა ”ქართული წყალი და კომპანიის” დამფუძნებელმა.
შპს ”ქართული წყალი და კომპანია” 2012 წელს დაფუძნდა. მასში დაახლოებით 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. საწარმო, რომელშიც 50 ადამიანია დასაქმებული, სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის რაიონში მდებარეობს. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის 80% კი საექსპორტო ბაზრებზე გადის.