LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ფლატეს” წარმოება განახლდა

380

შპს ”ქართული წყალი და კომპანიამ”  ”ფლატეს” წარმოება განაახლა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, მერაბ კუბლაშვილმა განუცხადა,  მინერალური წყალი ქართულ ბაზარზე მარტში გამოჩნდა.

”პროდუქციის რეალიზაცია უკვე დავიწყეთ. ადგილობრივი ბაზრისთვის თვეში დაახლოებით 50-დან 100 ათას ბოთლამდე ვაწარმოებთ და მას დიდ სავაჭრო ქსელებში ვაბარებთ. გაყიდვები  ნორმალურია და ჩვენი პროდუქტი მინერალური წყლების ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანი. ამ ეტაპზე გვაქვს ფასდაკლების აქცია. თუ მანამდე ”ფლატეს” წყალი 1,10 თეთრის ფარგლებში იყიდებოდა, ახლა მისი შეძენა მომხმარებელს 75 თეთრად შეუძლია”, – აღნიშნა კუბლაშვილმა.

მისივე ინფორმაციით,  ფასდაკლების აქცია კიდევ 2 თვეს გაგრძელდება.როგორც კომპანიის დამფუძნებელმა განმარტა, აპრილის თვიდან ”ფლატე” ექსპორტზეც გავა.

”ჩვენი წყალი  ყაზახეთის, თურქმენეთის, ბელორუსის, ასევე რუსეთის ბაზრებზე გავა. სამომავლოდ კი  აშშ-სა და ევროპული ქვეყნების ბაზრების ათვისებასაც  ვგეგმავთ”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

შპს ”ქართული წყალი და კომპანია”  2012 წელს დაფუძნდა. მასში დაახლოებით 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. საწარმო, რომელშიც 50 ადამიანია დასაქმებული, სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის რაიონში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g