ძვირადღირებული ფლაგმანური სმარტფონების ძირითადი პრობლემა მეხსიერებაა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მწარმოებელი Micro SD Card-ს იყენებს გაჯეტების მეხსიერების გაზრდისითვის, არსებობს მოწყობილობები, რომელშიც მეხსიერების ბარათები ფიზიკურად არ თავსდება. მაგალითად: iPhone-ის ყველა მოდელი, Google Nexus-ის ხაზი, ასევე საავტორო Pixel დივაისები და სხვა.
კომპიუტერის შემთხვევაში არასაკმარისი მეხსიერების პრობლემა შეიძლება როგორც გარე ვინჩესტერით, ასევე USB Flash ბარათით მოგვარდეს. თუმცა, მობილურების უმეტესობას USB Flash ბარათებისთვის განკუთვნილი პორტი არ გააჩნია. ამ შემთხვევაში ვიყენებთ გადამყვანს, რომელიც ზოგ მოწყობილობაში მუშაობს, ზოგში კი არა. გარდა ამისა, გადამყვანით დაკავშირებული გარე მეხსიერება არც ისე კომფორტულია მგზავრობისას ან მოძრაობისას.
როგორც ჩანს, პრობლემის მოსაგვარებლად კომპანიამ iLuun მშვენიერი რამ მოიფიქრა. ესაა ერთი მხრივ USB Flash ბარათი (ე.წ. ფლეშკა), რომელიც კომპიუტერთან კონტაქტს სტანდარტულად, USB პორტის მეშვეობით ამყარებს, ხოლო მეორე მხრივ ერთგვარი Wireless მოწყობილობა, რომელიც გაჯეტებს უკაბელო სიგნალის მეშვეობით უკავშირდება.
iLuun Air 3 ტიპის ტევადობითაა წარმოდგენილი: 32, 64 და 128 GB-იანი ვერსიების სახით. გამოყენების წინ, აუცილებელია წინასწარ iLuun-ის აპლიკაციის სმარტფონში ჩაწერა, რომელიც თავსებადია Android-ისა და iOS-ის დივაისებთან.
ყველაზე მცირე მოცულობის 32 GB-ის ფასი ამ ეტაპზე 60$-ს შეადგენს. მისი შეძენა შესაძლებელია ამ ლინკზე
გთავაზობთ ვიდეოს:
https://youtu.be/BHZaOdZ8g7Q