კომპანია Fleur pours elle 3-დან 8 მარტის ჩათვლით მსურველებს ფასდაკლებას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც კლიენტს შესაძლებლობა ექნება, სპეციალური ჩანთებით, თაიგული 15 ლარიდან შეიძინოს. ასევე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუქს პაკეტსაც, რომლის ფასიც, შესაბამისად, მაღალი იქნება.
Fleur pours elle-ში კლიენტებს გაფორმებულ ყუთებში ჩაწყობილი ყვავილების შეძენა შეუძლიათ. ყუთები კეთდება ხელით და ფორმდება მაღალი ხარისხის მაქმანებით, თვლებითა და სხვადასხვა აქსესუარებით მომხმარებლის სურვილის შესაბამისად.
რაც შეეხება ფასებს, პროდუქცია გათვლილია ყველა სეგმენტზე. თაიგულების ღირებულება იწყება 30 ლარიდან და ღირებულება დამოკიდებულია ყუთზე, ყვავილებსა და გაფორმებაზე.
კომპანია რამდენიმე დღეა, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Fleur pours elle ქართულად “ყვავილები მისთვის” ნიშნავს. მსურველებს ყვავილების შეძენა კომპანიის facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით შეუძლიათ ( https://goo.gl/DYnnIG )