LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორიდის შტატს ქარიშხალი „დორიანი“ უახლოვდება – აშშ-ში საქართველოს საელჩო დიასპორას აფრთხილებს

425
mltcnpage18hurricane1117-1308502

აშშ-ში საქართველოს საელჩო დიასპორის წარმომადგენლებს მოსალოდნელ ქარიშხალთან დაკავშირებით აფრთხილებს. საელჩო მოქალაქეებს ურჩევს, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს.

„დიასპორის საყურადღებოდ: მე-4 კატეგორიის ქარიშხალი „დორიანი“ უახლოვდება ფლორიდის შტატს სავარაუდოდ 1-2 სექტემბრის პერიოდში ძლიერი წვიმებითა და ქარით. მოქალაქეებს ვურჩევთ, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. ქარიშხალთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდიდან – www.nhc.noaa.gov. ასევე, საჭიროების შეთხვევაში შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საელჩოს ცხელ ხაზზე +1 (202) 247-8498“,- აღნიშნულია საელჩოს მიმართვაში.

ფლორიდის შტატში საგანგებო მდგომარება გამოაცხადეს. მიზეზი ქარიშხალი „დორიანია“, რომელიც შეერთებული შტატების სანაპიროს რამდენიმე დღეში დაატყდება თავს. მანამდე კი, ძლიერმა სტიქიამ კარიბის ზღვაში მაშტაბური ნგრევა და ქაოსი გამოიწვია, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.
ამასთან, ქარიშხალ „დორიანის“ გაძლიერების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პოლონეთში ვიზიტი გააუქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები