LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fly Khiva-მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა

106
Fly Khiva

Fly Khiva ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა. უზბეკურმა ავიაკომპანიამ ტაშკენტიდან ბათუმში ბოინგ 757-300 ტიპის საჰაერო ხომალდით 121 მგზავრი ჩამოიყვანა.

ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე Fly Khiva ავიარეისებს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ორჯერ – ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს.

Fly Khiva-მ საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო. ის თავდაპირველად სატვირთო რეისებს ასრულებდა  ევროპაში, ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2024 წლის დეკემბრიდან კი მგზავრების მომსახურებაც დაიწყო. ავიაკომპანიის ერთ-ერთი პირველი მიმართულება სწორედ საქართველოა.

შეგახსენებთ, Fly Khiva-მ მიმდინარე წლის 3 მაისიდან ოპერირება თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g