LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

flydubai-მ, დუბაიში უჩვეულო წყალდიდობის გამო, თბილისის მიმართულებით ორი ავიარეისი გააუქმა

129
flydubai

უამინდობის გამო დუბაის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს, ავიარეისების დიდი ნაწილი გადაიდო ან გაუქმდა.

ქალაქში უჩვეულო წყალდიდობის გამო გაუქმდა 17 აპრილს დაგეგმილი დუბაი-თბილისის ორივე ავიარეისი, რომლებიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანიას flydubai-ს უნდა შეესრულებინა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, გაუქმდა როგორც დილის, ასევე შუადღის რეისი. flydubai-ს თვითმფრინავები დუბაიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 04:45 საათზე და 14:25 საათზე უნდა დაშვებულიყვნენ.

შეგახსენებთ, გუშინ ძლიერმა წვიმამ დუბაიში წყალდიდობა გამოიწვია. წყალმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ბილიკები დაფარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები