LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოკაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

policia

ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლო იარაღით მოკლეს. შსს-ის ცნობით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და დაკავებულია ერთი პირი.

ჩადენილი დანაშაული 7-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“1986 წელს დაბადებულმა გ.მ. წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო და შურისძიების მოტივით, თანასოფლელი ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. სამართალდამცველებმა გ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ნინოწმინდის რაიონში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,” – აცხადებენ შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები