„ფონდების ეშინიათ და სწორადაც! – ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ, – ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რამდენიმე ფონდის, მათ შორის „ნანუკას ფონდის“ დაყადაღებასთან დაკავშირებით.
როგორც ელენე ხოშტარია წერს, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ნანუკას ფონდთან“ ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ და „ფროსფერითი ჯორჯიას“ დაყადაღება პროტესტის ჩახშობას ისახავს მიზნად.
„დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები, მიპასუხეს..“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
„ბანკში მეუბნებიან, რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება. თან დაყადაღებულია დაუყონებლივი მექანიზმით.“
„ფონდების ეშინიათ და სწორადაც! ყველა სახის სოლიდარობის ეშინიათ და დასდევენ. ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ. მადლობა ყველა ფონდს, გარდა ხალხის მხარდაჭერისა, სისტემის გაბრაზებისთვის. როცა ვიცით, რას ემსახურება ეს დევნა, პროტესტის ჩახშობას, მშვიდად უნდა გავაგრძელოთ პროტესტიც და სოლიდარობის სხვა ფორმების ძიებაც“, – წერს ხოშტარია.
„ნანუკას ფონდი დააყადაღეს… მიზეზებს ვარკვევ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, „ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს.
ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია სხვა ფონდებიც.
„კერძოდ: prosperitygeorgia.org – ნიკა გილაურის ფონდი და Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. დაყადაღებულია ის ფონდები, რომლებიც ბოლოს ძირითადად ჯარიმებს იხდიდნენ. ყადაღა მოითხოვა პროკურატურამ”, – აღნიშნავს ჟორჟოლიანი.