ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. მოძრაობის აკრძალვა ინტენსიურმა თოვამ და ლიპყინულმა განაპირობა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ხოლო ამავე გზის კმ1-კმ74 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.