LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფონიჭალაში არასრულწლოვანი დაჭრეს

311
დაჭრა

თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა ფონიჭალაში გუშინ, 7 თებერვალს მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე, ცხელ კვალზე არასრულწლოვანი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი 103-ე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს დანა ფეხის არეში სამჯერ ჩაარტყეს და არასრულწლოვანი რეანიმაციაშია.

როგორია დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა – „ფორტუნა“ დამატებითი დეტალის გარკვევას ცდილობს.

ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

 

magti 5g