შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ფონიჭალაში ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებული ბრალდებული ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. როგორც უწყებამ განაცხადა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 18 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს
