ჟურნალმა Forbes მიმდინარე წლის ყველაზე წამგებიანი ფილმები დაასახელა. ანტი-რეიტინგში მოხვდა პროექტები შონ პენის, ჯონი დეპისა და ბილ მიურეის მონაწილეობით.
პირველ პოზიციაზე ბილ მიურეის მონაწილეობით მუსიკალური კომედია „როკი დასავლეთში“ მოხვდა. პროექტი წამგებიანი აღმოჩნდა, რადგან 15 მილიონიანი ბიუჯეტით ფილმმა მხოლოდ 2,9 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო.
შონ პენის მონაწილეობით ფილმმა „განმენი“ 40 მილიონიანი ბიუჯეტით მხოლოდ 10,7 მილიონის მოგება მოიტანა და მეორე პოზიციაზე განთავსდა, სამეულს კი კრის ჰემსვორტის მონაწილეობით ფილმი „კიბერი“ ხურავს, 70 მილიონიანი დანახარჯიდან მან მხოლოდ 19,4-ის ამოღება შეძლო.
რეიტინგის მეათე პოზიციაზე განთავსდა „მორდეკაი“, სადაც ჯონი დეპი მონაწილეობს და რომელიც რამდენიმე ქვეყანაში კინოქაირავებაში ჩაშვებამდე აიკრძალა, რადგან ის აშშ-ის კინოთეატრებში ჩავარდა.