LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორბსი: კორონავირუსის ვაქცინით აცრილი ქალის ახალშობილს ანტისხეულები აღმოაჩნდა

148
babyanticovid

„მოდერნას“ ვაქცინით აცრილი ქალის ახალშობილ ბავშვს სისხლში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს.

ფლორიდელი ქალბატონი, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, „მოდერნას“ ვაქცინის პირველი დოზით ორსულობის 36-ე კვირაში ყოფნისას აიცრა, სამი კვირის შემდეგ კი სრულიად ჯანმრთელი გოგონა გააჩინა, რომელსაც სისხლში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა. მკვლევარების ვარაუდით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა ისევე მუშაობდეს, როგორც გრიპის და PDT (ტეტანუსი-დიფტერია-ყივანახველა) ვაქცინები, რომლებით ორსულების აცრის დროსაც იმუნიტეტი ნაყოფსაც გადაეცემა. ეს საშუალებას იძლევა დავიცვათ ჩვილი ბავშვები, რომელთა აცრაც 6 თვის ასაკამდე რეკომენდებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა არ მოიცავდა ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების ჯგუფს, თუმცა კლინიკური გამოცდის პერიოდში „ფაიზერის“ ვაქცინით  აცრილი  20-ზე მეტი ქალბატონი დაორსულდა.

ქალბატონებმა, რომლებიც ვაქცინის კლინიკური გამოცდის სხვადასხვა ფაზაში მონაწილეობდნენ, ჯანმრთელი ბავშვები გააჩინეს. არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გართულება ორსულობის რომელიმე ეტაპზე. ყველა ახალშობილს აღმოაჩნდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, რომლებიც მათ დედის რძის მეშვეობით გადაეცათ. საინტერესოა, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ანტისხეულებით დაიბადნენ იმ ქალბატონების შვილებიც, ვინც კოვიდი ორსულობისას გადაიტანა. რაც უფრო გამოხატული სიმპტომები ჰქონდათ მათ ავადმყოფობისას, უფრო მაღალი იყო ანტისხეულების კონცენტრაცია როგორც მათ, ასევე მათი ჩვილების სისხლში.

თუმცა მიუხედავად იმისა, დედებმა ვირუსისაგან დაცვა ვაქცინის საშუალებით მიიღეს თუ ვირუსის გადატანის შემდეგ და ჩვილების ორგანიზმში ანტისხეულები დედის რძის საშუალებით მოხვდა თუ პლაცენტის გავლით, მეცნიერებმა არ იციან, რამდენ ხანს შეძლებენ ეს ანტისხეულები იმუნიტეტის უზრუნველყოფას. ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე კვლევები შესაბამის შედეგებს დადებს, შესაძლოა კოვიდის ვაქცინით აცრაც 6 თვის ასაკიდან გახდეს ნებადართული, ისევე როგორც გრიპის ვაქცინით.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების აცრის საკითხი დღემდე დებატების საგანია, თუმცა როგორც „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ (WHO), ასევე „აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი“ (CDC) და “მეან-გინელოკოგიის ამერიკული კოლეჯი“ (ACOG)  მიიჩნევენ, რომ ამ მხრივ თამამი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ორსული ქალბატონები უნდა აიცრან, რადგან კორონავირუსის გართულების შემთხვევაში ადამიანების ამ ჯგუფში მაღალია ფატალური გამოსავლის რისკი.

ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა “ფაიზერმა“ უკვე დაიწყო თავისი ვაქცინის გამოცდა 4000 ორსულ ქალბატონზე, რომლებიც ორსულობის 6-8 თვეში იმყოფებიან. „მოდერნა“ კი კვლევის ფარგლებში საცდელ აცრებს 6 – 11 წლის ასაკის 6000-ზე მეტ ბავშვს უტარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g