ჟურნალმა „ფორბსმა“ აშშ-ის ყველაზე წარმატებული ქალები გამოავლინა. საუბარია იმ ქალბატონებზე, რომლებმაც დიდებას საკუთარი ძალებით მიაღწიეს. რეიტინგის სათავეში Little Caesars Pizza-ს თანადამაარსებელი მარიან ილტიჩი მოხვდა. მისი ქონება 5,1 მილიარდი დოლარით განისაზღვრა.
მეორე ადგილზე 4,9 მილიარდი დოლარით დიანა ჰენდრიქსი იმყოფება, კომპანია ABC Supply-ის დამფუძნებელი.
სამეულს კი კომპანია Love-ის აღმასრულებელი მდივანი ჯუდი ლავი ტელეწამყვან ოპრა უინფრისთან ერთად ინაწილებს. ამ უკანასკნელის ფინანსური მდგომარეობა 3 მილიარდს უტოლდება.
საუკეთესო ათეულში ასევე Gap-ის თანადამაარსებელი დორის ფიშერი, Epic Systems-ის გენერალური დირექტორი ჯუდი ფოლკნერი, Hewlett Packard Enterprise-ისა და HP Inc.-ის დირექტორი მარგარეტ უიტმენი და სხვები მოხვდნენ.
რაც შეეხება ასეულს, მასში დიზაინერები – ვერა ვონგი, დონა კარანი, მუსიკოსები – მადონა, სელინ დიონი, ბარბარა სტრეიზანდი, ბიონსე, ტეილორ სვიფტი და სხვა ვარსკვლავები მოხვდნენ.