LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford 4 ათასამდე ადამიანს გაათავისუფლებს, მიზეზი ელექტროქარებზე გადასვლაა

111
ford

კომპანია Ford ელექტროქარებზე გადასვლის ფარგლებში ევროპაში 3800 სამუშაო ადგილს შეამცირებს. ასეთ ნაბიჯს კომპანია წარმოების შემცირების და ასევე იმის გამო გეგმავს, რომ „მწვანე“ ავტომობილებს ნაკლები მუშა ხელი სჭირდება, მათ შორის ინჟინრები. სწორედ ინჟინრები იქნებიან გათავისუფლებულთა დიდი ნაწილი – დაახლოებით 2800 ადამიანი. დანარჩენი 1000 ადამიანი ადმინისტრაციულ საქმიანობასთანაა დაკავშირებული, მარკეტინგთან, გაყიდვებთან და დისტრიბუციასთან.

შემცირებული თანამშრომლების რიცხვი ევროპაში Ford-ის სამუშაო ძალის 11%-ს შეადგენს. ყველაზე მეტი ადამიანი გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში გათავისუფლდება. ბრიტანეთში Ford დაქირავებულთა მეხუთედს დაემშვიდობება.

2026 წლისთვის Ford-ის ევროპული დანაყოფი 3400-მდე ინჟინერს შეინარჩუნებს და ისინი დაეყრდნობიან ტექნოლოგიებს, რომელიც ამერიკელი კოლეგების მიერ იქნება შემუშავებული.

ელექტრონულ მომავალზე გადასვლა ნელ-ნელა ამცირებს შიდა წვის ძრავზე მუშაობის აუცილებლობას, შესაბამისად კადრების კორექტირება აუცილებელიც კია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები