LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford ავტომობილებს ღამით ქვეითებს დანახვას ასწავლის

39

კომპანია Ford-მა სისტემა Pedestrian Detection-ის გაუმჯობესებული ვერსიის მოკლე ვადაში ჩაშვება დააანონსა. სისტემა ქვეითებს თავად ”ხედავს” და ავტომატურ ექსტრემალურ დამუხრუჭებას ახორციელებს, განახლების შემდეგ კი ადამიანებს ღამითაც დაინახავს.

”ფორდში” აღნიშნავენ, რომ მრავალ მძღოლს ღამით სიარულის ეშინია და შეზღუდული ხილვადობის გამო სტრესს განიცდის. განახლებული სისტემის შემადგენლობაში რადარი შევა, რომელსაც წინა ბამპერზე დაამონტაჟებენ და კამერა, რომელიც საქარე მინაზე განთავსება. მას შეეძლება წამში 30 ფოტო გადაიღოს, რომლსაც კომპიუტერი ადამიანის სილუეტს შეადარებს.

იმ შემთხვევაში, თუკი გამოსახულებაზე ადამიანი გამოჩნდება, მძღოლი შესაბამის გაფრთხილებას მიიღებს, თუკი მას რეაქცია არ ექნება, ავტომობილი თავად დაამუხრუჭებს. გაუმჯობესებული ქვეითების ხედვის ფუნქციის მქონე პირველი ავტომობილი ახალი თაობის Fiesta იქნება, რომელიც ევროაში 2017 წელს ჩაეშვება. შემდეგ კი სისტემას 2018 წლის Mustang და პიკაპი F-150 მიიღებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები