LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford „ცეცხლოვანი“ Focus RS–ის გამოშვებაზე სასტიკ უარს აცხადებს

151
fordfocusrssss

კომპანია Ford–მა ბევრი იფიქრა და მეოთხე თაობის Focus RS–ის შექმნაზე უარი განაცხადა. ამჟამინდელ პირობებში სამუშაოები ზედმეტად ძვირი ჯდებოდა.

გადაწყვეტილების შეცვლის მთავარი მიზეზი ევროკავშირის გაზრდილი მოთხოვნები გახდა. თუკი ძრავი ეკოლოგიური არ იქნება, მწარმოებელს სერიოზული ჯარიმა ელოდება, ხოლო ჰიბრიდული აგრეგატის დამზადება კი ერთობ ძვირი სიამოვნებაა. როგორც წესი, მსგავსი მოდელების გაყიდვების მაჩვენებელი არც თუ ისე მაღალია და ისედაც მძიმე ფინანსურ ვითარებაში ასეთი რისკი სწორი არ იქნებოდა.

თავიდან ახალი Focus RS მსუბუქი „ჰიბრიდი“ უნდა ყოფილიყო, 48 ვოლტიანი გენერატორით. თუმცა, ეს ვარიანტი საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა და კომპანიას ჯარიმის გადახდა მოუწევდა. ამის გამო ბრენდმა ძრავის განახლებაზე დაიწყო მუშაობა, თუმცა ეს სამუშაოებიც მალევე დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტები შექმნილ სიტუაციაში კორონავირუსსაც ადანაშაულებენ, რადგან რომ არა პანდემია Ford–ს ფინანსური პრობლემებიც არ ექნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g