LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford და General Motors ტრამპისა და ინგლისის სავაჭრო შეთანხმებამ ძალიან გააბრაზა

104
Ford და General Motors ტრამპისა და ინგლისის  სავაჭრო შეთანხმებამ ძალიან გააბრაზა

Ford და General Motors ტრამპისა და ინგლისის შეთანხმებით აღშფოთებულები არიან. აშშ-ს პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნებს შორის ახალი შეთანხმების შესახებ განაცხადეს. ბრიტანეთიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე გადასახადი 27,5%-დან 10%-მდე შემცირდა. სწორედ ამიტომ, Land Rover-ს, MINI-ს, Bentley-ს, Lotus-ს, Rolls-Royce-სა და McLaren-ს საქმე ნამდვილად საზეიმოდ აქვთ. ამასობაში კი Ford, General Motors და Stellantis შეთანხმებამ ძალიან გააბრაზა, მათი აზრით საქმის ასეთ ვითარებას ინგლისელებისთვის მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ამერიკელებისთვის.

აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ შეთანხმებას აქვს ერთი ნიუანსი: 10%-იანი გადასახადი მოქმედებს პირველ 100 ათას შემოტანილ მანქანაზე ერთი წლის ვადაში, შემდეგ გადასახადი 25%-მდე გაიზრდება. გასულ წელს ბრიტანულმა ავტომწარმოებლებმა აშშ-ში დაახლოებით 133 ათასი მანქანა გაყიდეს, თუმცა ყველა მათგანი ბრიტანეთში როდი იყო წარმოებული. BBC-ის შეფასებით, ინგლისიდან აშშ-ში სუფთა ექსპორტი დაახლოებით 100 ათასი ერთეულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები