LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford ერთი ავარიის გამო 1,7 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს

27
ford

ჯორჯიას შტატში დასრულდა მრავალწლიანი  სამოქალაქო საქმე Ford-ის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მწარმოებელი 1,7 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს. ნაფიც მსაჯულებმა Ford სასიკვდილო ავარიაში დამნაშავედ ცნეს. ავარია 2014 წელს მოხდა და 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სიკვდილის მიზეზად სპეციალისტებმა Ford F-250 Super Duty-ს ზედმეტად რბილი სახურავი დაასახელეს.

2014 წელს მელვინა და ვონსაილი ფერმიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც ავტომობილს საბურავი გაუსკდა და გადაბრუნდა. მგზავრიც და მძღოლიც ადგილზე გარდაიცვალნენ, რადგან ავტომობილის სახურავი ზედმეტად რბილი აღმოჩნდა და ავარიის შედეგად ჩაიღუნა.

Ford-ს დაღუპულთა შვილებმა უჩივლეს და პროცესი წლების განმავლობაში გაგრძელდა. ნაფიც მსაჯულებმა ავტომწარმოებელი დამნაშავედ ცნეს და საკმაოდ სოლიდური ჯარიმა დააკისრეს. Ford დანებებას არ აპირებს და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაცვლელად აპელაციას შეიტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები