კომპანია Ford-მა „მუსტანგის“ იუბილის აღნიშვნა განსაკუთრებული მოდელით გადაწყვიტა. სიახლე სტანდარტული სპორტქარისგან ახალი ინტერიერითა და ექსტერიერით განსხვავდება.
„მუსტანგი“ ევროპულ ბაზარზე 5 ლიტრის მოცულობის V8 ძრავით გამოჩნდება და აგრეგატი 450 ცხენის ძალის განვითარებს შეძლებს. გარეგნულად ის კაპოტსა და ძარაზე გამავალი ხაზებით გამოირჩევა. სიახლეს ასევე შავი სახურავი და შავივე ემბლემა ამშვენებს. სალონში ორიგინალური აუდიოსისტემა Bang & Olufsen განთავსდა.
ავტომობილს ფუნქცია FordPass Connect-იც დაემატა, რომელიც ინტერნეტს უკავშირდება და 10-მდე მოწყობილობას ააქტიურებს.
Mustang55-ის გაყიდვა აგვისტოდან დაიწყება და სტანდარტული მოდელის ფასი 37 685 ფუნტი სტერლინგი ან მოდიფიკაციის შემთხვევაში – 42 819 ფუნტი იქნება.