LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford ევროპისთვის ხუთ ახალ მოდელს ამზადებს

101
orig

Ford-ის ევროპულმა დანაყოფმა 2029 წლამდე დაგეგმილი ხუთი ახალი მოდელი დააანონსა. კომპანიამ მომავალი ავტომობილები თიზერზე უკვე აჩვენა და მათ შორის ყველაზე დიდი ყურადღება განახლებულმა Ford Fiesta-მ და ახალმა Ford Bronco-მ მიიპყრეს.

გამოქვეყნებულ გამოსახულებაზე სავარაუდოდ სამი კროსოვერია ნაჩვენები, ერთი მსუბუქი ავტომობილი და ერთი გამორჩეულად აგრესიული დიზაინის SUV ან კროსოვერი.

წინასწარი ინფორმაციით, ევროპული Bronco მაღალი და კუთხოვანი დიზაინით გამოირჩევა, თუმცა ამერიკული ვერსიებისგან განსხვავებით, ჩარჩოიან პლატფორმას არ გამოიყენებს. მოდელის წარმოება 2028 წლიდან ვალენსიაში მდებარე Ford-ის ქარხანაში უნდა დაიწყოს.

რაც შეეხება Fiesta-ს, ის სრულად ელექტრული გახდება და AmpR Small პლატფორმაზე აშენდება.

დანარჩენი სამი კროსოვერი კი „რბილი“ და ჰიბრიდული სისტემებით აღიჭურვება. ისინი არსებული Ford Puma-სა და Ford Kuga-ის შემცვლელები იქნებიან, თუმცა სახელების შენარჩუნებაც არ გამოირიცხება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ევროპულ ბაზარზე ჩინურ ბრენდებთან კონკურენციას უფრო სპორტული და „რალის სტილის“ ხასიათით აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები