Ford ნაწილობრივ აწყობილი ავტომობილების შეგროვებას აგრძელებს, გაზაფხულის ბოლოსთვის პარკინგზე 18 ათასი ასეთი მანქანა იდგა, ხოლო სექტემბრის ბოლოსთვის მათი რიცხვი 40-45 ათასს გადააჭარბებს. ავტომობილების უმრავლესობა Bronco-ს ყველგანმავლებს შეადგენს, მრავლადაა ასევე F-150 Lightning-ის პიკაპებიც, რომლებიც საჭირო დეტალების მოლოდინში არიან. „ფორდის“ ქარხნებს, ისევე როგორც სხვა ავტომწარმოებლებს მიკროჩიპების დეფიციტი აქვთ.
კომპლექტაციის გარეშე დარჩენილი პირველი Ford-ების ფოტოები ქსელში ჯერ კიდევ ზამთარში გამოჩნდა, მაშინ მიჩიგანის ქარხნის სიახლოვეს რამდენიმე ათეული Bronco დააყენეს. გაზაფხულზე კენტუკის ქარხნის და F-Series Super Duty-ს პიკაპების უზარმაზარი სადგომის ფოტოებიც გავრცელდა. ამჟამად კი მათ სიას F-150 Lightning დაემატა.
საჭირო დეტალების დეფიციტის გამო მწარმოებელი ავტომობილების დილერებისთვის მიწოდებას ვერ ახერხებს და სადგომებზე ანაწილებს. ავტო ჟურნალისტთა ვარაუდით, მიკროჩიპების პრობლემა ამ წლის ბოლოსთვის მაინც უნდა მოგვარდეს.