LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford–მა ადამიანის მსგავსი რობოტების დატესტვა დაიწყო

86
ford-news555

კომპანია Ford ფირმა Agility Robotics–ის პირველი კლიენტი გახდა და ორი რობოტი მიიღო. ამერიკელი მწარმოებელი გეგმავს, რომ რობოტები საწყობში დაასაქმოს და მომავალში კლიენტებთან ტვირთის მიტანაც ანდოს.

Digit ანდროიდს ორი ფეხი და ორი ხელი აქვს, თავის ნაცვლად კი ლაზერული მოწყობილობა აქვს დამონტაჟებული და მისი მიზანი სივრცის სკანირება და გზაზე არსებული ობიექტების აღმოჩენაა. ანდროიდს 18 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია, ასევე მარტივად უვლის გვერდს სხვადასხვა წინააღმდეგობებს, ადის და ჩადის კიბეებზე, რამესთან დაჯახების დროს კი წონასწორობას არ კარგავს.

რობოტის სხეულში გამომთვლელი პლატფორმაა დამონტაჟებული, რომელიც ენერგიას კომპაქტური ელემენტისგან იღებს და ყველაფერი ისეა შეფუთული, რომ Digit–ს მუშაობა წვიმასა თუ ქარშიც შეუძლია.

Ford რობოტს საპილოტე პროგრამის სახით გამოიყენებს, მომავალში კი მას კურიერის ფუნქციები დაეკისრება. გარდა ამისა, მწარმოებლის ინჟინერები ანდროიდსა და კომერციულ ტექნიკას შორის კომუნიკაციასაც განიხილავენ და რობოტსა და უპილოტოს დაკავშირებაზე სერიოზულად ფიქრობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები