LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა აფეთქების საშიშროების გამო ახალი ჰიბრიდების გაყიდვა შეაჩერა

34
ford

Ford-მა ახალი ჰიბრიდების გაყიდვა შეაჩერა, მიზეზი აფეთქების საშიშროებაა. პიკაპი Maverick-ის, ასევე კროსოვერების Ford Escape-ის და Lincoln Corsait-ის გაცემა დროებით შეჩერებულია. აშშ-ში უკან გამოწვევის კამპანია 100 ათასზე მეტ ავტომობილს შეეხო.

უკან გამოწვევის კამპანიაში სულ ახალი ავტომობილები მოხვდა, მოდელები რომელიც 2019 წლიდან –  2022 წლის 13 ივნისამდე პერიოდშია გამოშვებული. რისკ ჯგუფში სულ 100 689 კროსოვერი და პიკაპია. აალების შემთხვევა 9 ავტომობილს დაუფიქსირდა, დამატებით კიდევ 13 მოდელის შემთხვევაში საქმე ცეცხლამდე არ მისულა.

„ფორდი“ ყველა მანქანას შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში რადიკალურ ცვლილებებსაც არ მოერიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები