LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford–მა დაამტკიცა, რომ წინა საბარგული უკეთესია

286
ford-mustang-eat-nws

კომპანია Ford–მა სცადა დაემტკიცებინა, რომ წინა მხარეს განთავსებული საბარგული ბევრად უფრო სასარგებლოა. საუბარია მოდელ Mustang Mach-E–ზე, რომელმაც განსხვავებული ვიზუალი მიიღო.

საბარგულის გამოყენების ვარიაციები მწარმოებელმა „სუპერბოულის“ შემდეგ წარადგინა და ყველა ვარიანტი წვეულებას და სმა – ჭამას უკავშირდება. ასე რომ Ford ყველას ურჩევს, 136 ლიტრის მოცულობის სათავსო საკვებით და სასმელით გაავსოს.

გარდა ამისა, საბარგულში დაახლოებით 1000–მდე ქათმის ფრთა ეტევა. კონცერნმა სისუფთავეზეც იზრუნა და სათავსოს გაწმენდა ძალიან მარტივად ხდება.

Ford Mustang Mach-E ბაზარზე რამდენიმე ვარიაციაშია წარმოდგენილი: 75,7 კილოვატიანი ელემენტით და 255 ძალის ძრავით, ასევე 282 ცხენის ძალით და 332 სიმძლავრით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები