კომპანია Ford აპატენტებს ახალ სისტემას, რომელიც ქვეითების უსაფრთხოების ბალიშს წარმოადგენს. ანალოგიური ტექნოლოგია მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის დამატებითი სისტემა იქნება. ავტომწარმოებლის აზრით, ასეთი ბალიშებით პრაქტიკულად ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების აღჭურვა იქნება შესაძლებელი.
პატენტის მიხედვით, გარე უსაფრთხოების ბალიშს ავტომობილის წინა ნაწილში, რადიატორის ბადესა და ბამპერს შორის მოათავსებენ. გახსნილ მდგომარეობაში ბალიში მთელ კაპოტს დაფარავს, ასევე მინის საწმენდებსაც, რომელიც საქარე დაჯახების დროს სერიოზულ ტრავმებს იწვევენ ხოლმე.
ახალი ტექნოლოგია ფეხით მოსიარულეთა დაზიანების რისკს 40%-ით შეამცირებს.