LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford ნიუ–იორკელებს სამარშრუტო ტაქსებზე გადასვამს

70

კომპანია Ford ნიუ–იორკში სამარშუტო ტაქსების სერვისს Chariot-ს ჩაუშვებს, სადაც ადგილის დაჯავშნა მობილური შეთავაზების საშუალებით იქნება შესაძლებელი. დღეისათვის ასეთი ტაქსები უკვე მუშაობენ სან ფრანცისკოში, ოსტინსა და სიეტლში.

ფორდის „მარშუტკები” Transit-ის ბაზაზეა აწყობილი. ისინი მანჰეტენსა და ბრუკლინში იმუშავებენ და ყველაზე რთულად მისაღწევ რაიონებში ივლიან, რომლებიც სატრანსპორტო კვანძებისგან მოშორებით არის. მგზავრობის ღირებულება ფიქსირებულია – 4 დოლარი. დილას, პიკის საათებში Chariot ადამიანებს სამსახურში წაიიყვანს, საღამოს კი სახლში მიიყვანს.

სერვისი შემდეგნაირად მუშაობს: მგზავრი სმარტფონზე არსებული შეთავაზების საშუალებით ირჩევს სასურველ მარშრუტს, ჯავშნის ადგილს და Chariot-ის გაჩერებაზე მიდის. მომავალში, მგზავრები თავადაც შეძლებენ დამატებითი გაჩერებების შექმნას. მაგალითად, ნიუ იორკის სხვა რაიონების მაცხოვრებლებს, რომლებსაც მოუნდებათ, რომ ახალი სერვისი მათთანაც იყოს, თავიანთ იდეებს სოციალურ ქსელში გააზიარებენ და თუკი მარშრუტი 50 ხმას დააგროვებს, მათთან მაშინვე მივა საჭირო რაოდენობის სამარშუტო ტაქსი.

Ford-ის პროგნოზით, სერვისი Chariot ქალაქის მაცხოვრებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მისაწვდომობას გაუზრდის. ნიუ–იორკის უნივერსიტეტის ინფორმაციით, უძრავი ქონების 94% მანჰეტენზე მეტროს  სადგურებიდან 800 მეტრის რადიუსში მდებარეობს. ქვინსში კი იგივე მაჩვენებელი 54%-ს აღწევს.

სერვისი Chariot სან ფრანცისკოში 12 რაიონს ემსახურება და მგზავრების 20% სწორედ სამარშუტო ტაქსს იყენებს იმისათვის, რომ ჩქაროსნული მატარელების სადგურებამდე, ან წყლის ტრანსპორტამდე მივიდეს. Ford ირწმუნება, რომ ასეთი სერვისი ადამიანებს სტიმულს აძლევს პირად ავტომობილებზე უარი თქვან. კომპანიის კვლვევის თანახმად, Chariot გზიდან 10 მსუბუქ ავტომობილს ”იღებს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები