Ford-მა ახალი მოდელის – Puma-ს ვიდეო-თიზერი გამოაქვეყნა და მისი დებიუტიც დააანონსა. კომპაქტური კროსოვერის პრეზენტაცია ივნისის ბოლოსთვისაა დაგეგმილი და ბაზარზე ის წლის ბოლოსთვის გამოჩნდება.
სიახლის შესახებ ჯერ-ჯერობით ბევრი ინფორმაცია არ არსებობს. როგორც Ford ადრე აცხადებდა, Puma ყველაზე ტევად საბარგულს მიიღებს და მას მოძრაობაში ჰიბრიდული აგრეგატი მოიყვანს. EcoBoost-ის ტურბოძრავი 155 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს. არაოფიციალური ინფორმაციით, Ford „პუმას“ მძლავრ ვერსიასაც ამზადებს და მას 200 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება.
და ბოლოს, კროსოვერის წარმოება რუმინეთში, კრაიოვაში მდებარე ქარხანაში იგეგმება.
