LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford თავის კლიენტებს საყვარელ სასმელს დაურიგებს

62
fordnews

კომპანია Ford–მა ბოლო თაობის Bronco–ს 125 ათასი წინასწარი შეკვეთა მიიღო. ნორმალური პერიოდის დროსაც კი ასეთი რაოდენობის შეკვეთების შესრულება მარტივი არ იქნებოდა, აღარაფერი რომ ვთქვათ კორონავირუსის მიერ შეტანილ კორექტივებზე. სპეციალისტებიც ცდილობენ, რომ ყველგანმავალის მომლოდინეებს დროის სწრაფად გაყვანაში დაეხმარონ. თანაც ზოგჯერ საკმაოდ უჩვეულო მეთოდებით.

Ford–ს ისევე როგორც სხვა მსოფლიო ბრენდებს, აქვს სპეციალური ფინანსური ფონდი, საიდანაც ოფიციალურ დილერებს კლიენტებისთვის საჩუქრების შეძენა შეუძლიათ. ავტოსალონები ძირითადად სუვენირებს ყიდულობენ ხოლმე და კლიენტებს ახალი ავტომობილის შეძენისას ჩუქნიან. თუმცა, ამერიკელმა მწარმოებელმა ამ სიის გამრავალფეროვნება გადაწყვიტა და მასში ალკოჰოლური პროდუქცია დაამატა.

ფონდის დამსახურებით მომლოდინეთა სიაში მყოფი ავტომოყვარულები სასურველ ალკოჰოლურ სასმელს მიიღებენ. ამ გზით კომპანია მყიდველებთან ურთიერთობის გაღრმავებას და მოთმინებისთვის მადლობის გადახდას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები