LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford Transit Courier-მა Turneo Courier-ის სამგზავრო ვერსია მიიღო

5
ford

ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია და მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ავტომწარმოებელი ფორდი ახალი თაობის ტურნეო კურიერს წარმოგვიდგენს.

Transit Courier-ის ფურგონის მსგავსად, Turneo Courier წარმოდგენილი იქნება როგორც საწვავზე მომუშავე, ასევე სრულიად ელექტრო ვერსიებში.

საწვავზე მომუშავის ძრავა 1.0 EcoBoost-ია 125 ცხენის ძალით, ხოლო მეორე ელექტრო – 136 ცხენის ძალის ძრავით.

ტურნეო კურიერი აღჭურვილია მედია სისტემით, უსადენო დატენვით და ელექტრო ასისტენტებით. კრუიზ კონტროლიდან ნიშნების ამოცნობის სისტემამდე.

Ford Transit Courier-მა Turneo Courier-ის სამგზავრო ვერსია მიიღო. ავტომობილის მსურველებს მანქანას სამი ვერსიით შესთავაზებენ

  • სათავგადასავლო Active
  • ელეგანტური Trend
  • პრემიუმ Titanium

საწვავზე მომუშავე ტურნეო აქტიური გრილის საკეტებით, სტარტ/სტოპ სისtემითაა აღჭურვილი. აგრეთვე რვა დიუმიანი ოთხი მულტიმედია ეკრანით, Apple CarPlay და Android Auto

მხარდაჭერით და უსადენო დატენვით.

ელექტრო ვერსიაში გვპირდებიან ციფრული ინსტრუმენტების კლასტერს და 12 დიუმიან ცენტრალურ ეკრანს. ზოგადად, სწორედ E-Tourneo Courier-ზე იდება დიდი ფსონი.

მოდელები  რუმინულ კრაიოვას ქარხანაში იქნება წარმოებული. იქვე ორგანიზებულია Ford Puma კროსოვერების წარმოებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები