LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford წარმოების კრიზისის გამო სამუშაო დღეს ამცირებს

114
Ford წარმოების კრიზისის გამო სამუშაო დღეს ამცირებს

Ford-ი წარმოებასთან დაკავშირებული კრიზისების გამო არასრულ სამუშაო დღეზე გადადის. კონცერნს სერიოზული პრობლემები აქვს კიოლნის ქარხანაში. სივრცე, სადაც ახალ ელექტროქარებს Ford Explorer-სა და Capri-ს უშვებს, მოთხოვნის მკვეთრ შემცირებას გადააწყდა. ფირმის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ საუბარი წარმოების მასშტაბების დროებით კორექტირებაზეა. სინამდვილეში კი ყველაფრის თავი და თავი „ელემენტიანი“ ტრანსპორტის გაყიდვების კლებაა.

როგორც ადგილობრივი გამოცემები ვარაუდობენ, წარმოების არასრული დატვირთვა არამხოლოდ შობამდე, არამედ 2025 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდება.

დღეში 630 ავტომობილის ნაცვლად მომავალ წელს 24%-ით ნაკლები 480 მანქანა იწარმოება. ამჟამად Capri-ს და explorer-ის წარმოება ორ ცვლაში გრძელდება და ბაზარს ამდენი ელექტროქარი ნამდვილად არ სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები