LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford ყველაზე ცნობილი კინოგაქცევიდან Mustang-ს აღადგენს

48

ქსელში გაჩნდა Ford Mustang-ის რეკლამის გადაღებებიდან კადრი, სადაც სავარაუდოდ სტივ მაქქუინის ფილმის, „ბულიტის“ სახელგანთქმული ავტომობილის ორკარიანი ვერსიაა გამოსახული.

ცნობილი კინოგაქცევის მონაწილე ავტომობილი 1968 წლის Mustang GT390-ია. სპეციალურად ფილმისთვის, ავტომობილის ძრავი, დაკიდება და მუხრუჭები ცნობილმა მრბოლელმა მაკს ბალჰოვსკიმ გააუმჯობესა. კიდევ ერთი განსაკუთრებულობა ძარის მუქი მწვანე ფერი – Dark Highland Green.

ინტერნეტში გავრცელებული ავტომობილი ასევე მწვანედ არის შეღებილი, რომელიც მიმდინარე თაობის ავტომობილებისთვის მიუწვდომელია.

აღსანიშნავია, რომ „ბულიტში“ მონაწილე ერთ-ერთი „მუსტანგი“ მექსიკის უდაბნოში იპოვეს. თეთრი ფერის საღებავის ქვეშ, ორიგინალი მწვანე ფერი აღმოაჩინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები