კორონავირუსის პანდემიის გამო ახალი Ford Bronco–ს წარმოება დროში გაიწელა, თუმცა კომპანია მზადაა რომ მყიდველებისთვის შექმნილი უხერხულობა კომპენსაციით გამოისყიდოს.
მიუხედავად აჟიოტაჟური მოთხოვნისა, „ფორდი“ იძულებული იყო რომ ყველგანმავალი „ბრონკოს“ წარმოება გადაედო. მიზეზი პანდემიის გამო გამოწვეული ლოჯისტიკური პრობლემები გახდა. შედეგად პირველი ყველგანმავლები გაყიდვაში მხოლოდ მომავალი წლის ზაფხულიდან ჩაეშვება, არადა გეგმის მიხედვით ისინი ბაზარზე გაზაფხულიდან უნდა გამოეტანათ. მოცდა მოუწევთ „ბრონკოს“ ყველა მყიდველს, მიუხედავად ძარისა თუ აგრეგატის ტიპისა. თუმცა, ყველაზე მეტად მაინც „მექანიკური“ გადაცემათ კოლოფის მქონე ავტომობილებს დააგვიანდება და მათი დამკვეთები კროსოვერებს მხოლოდ 2021 წლის ბოლოსთვის მიიღებენ.
„ფორდი“ მთლიანობაში საკმაოდ ნორმალურ კომპენსაციას გადაიხდის, კომპანიამ ადრე დააანონსა, რომ „ბრონკოს“ მყიდველები მოთმინებისთვის 200–200 დოლარს მიიღებდნენ, ამჯერად ამ თანხას კიდევ 100 დოლარი დაემატება, ანუ ჯამში „ფორდი“ ყველა კლიენტს 300 დოლარს გადაუხდის.