გაირკვა, რომ ახალი კროსოვერის Ford Bronco Sport–ის ბუქსირება არ შეიძლება – თორემ შესაძლოა ტრანსმისია დაზიანდეს.
Bronco Sport–ს მწარმოებელი კროსოვერად თვლის და მას საკმაოდ დიდ შესაძლებლობებსაც მიაწერს. წესით, ავტომობილი უგზობაას არაჩვეულებრივად უნდა უმკლავდებოდეს, თუმცა ჩვეულებრივ „ბრონკოსთან“ შედარებით სპორტულ ვერსიას ერთი ხარვეზი აღმოაჩნდა.
როგორც გამოცემა Muscle Cars & Trucks იუწყება, „ფორდმა“ კროსოვერის ბუქსირება აკრძალა, რადგან მთელი სისტემის დაზიანების რეალური საფრთხე წარმოიქმნება.
საქმე ისაა, რომ მოდელს ძალიან „მარტივი“ ტრანსმისია აქვს და გადაცემათა კოლოფის ნეიტრალურ სიჩქარეზე დაყენების დროს ძრავის მუშაობა ირღვევა. როგორც კომპანიაში ამბობენ, სინამდვილეში ეს ხარვეზი სულაც არ არის და მათი ჩანაფიქრი ბუქსირებას თავიდანვე გამორიცხავდა.