Ford–მა დილერებს სპეციალური მემორანდუმი გაუგზავნა, სადაც საპრემიერო სიახლეების კონფიდენციალობის დაცვაზე ისაუბრა.
საკმაოდ კარგი კამერების მქონე სმარტფონების ფართო გავრცელებამ გამოიწვია ის, რომ საიდუმლოს შენახვა თითქმის წარმოუდგენელი გახდა. ეს კი ავტომწარმოებლებისთვის სერიოზულ პრობლემას ქმნის, რადგან მათ დიდი სურვილი აქვთ რომ ახალი მოდელების ვიზუალი ოფიციალურ პრემიერამდე გასაიდუმლოებული იყოს. გამოცემა Automotive News–ის ინფორმაციით, „ფორდმაც“ გადაწყვიტა ინტერნეტს ბრძოლა გამოუცხადოს და თავის მიმწოდებლებს მთელი ძალების მოკრება და ინფორმაციის დაცვა სთხოვა.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში როგორც წესი, თითქმის ყველა საპრემიერო სიახლის კადრები ვრცელდება ხოლმე. რიგ შემთხვევაში კი კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებლები დილერები არიან და კომპანია გეგმავს, რომ სამომავლოდ ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევაში დამნაშავეები იპოვოს და მკაცრად დასაჯოს.
