LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორესტ გამპის” ვარსკვლავები, ტომ ჰენკსი და რობინ რაიტი, 30 წლის შედეგ, ისევ ერთად, ახალ ფილმში მონაწილეობენ

126
„ფორეტს გამპის” ვარსკვლავები, ტომ ჰენკსი და რობინ რაიტი, 30 წლის შედეგ, ისევ ერთად, ახალ ფილმში მონაწილეობენ

30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ლეგენდარული ფილმი, „ფორესტ გამპი“, რომელმაც ნახვების ყველა რეკორდი მოხსნა. ფილმი „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ტრიუმფატორიც გახდა. ამჯერად კი, ფილმის მთავარი როლის შემსრულებლები, ტომ ჰენკსი და რობინ რაიტი ისევ  გაერთიანდნენ, რათა მთავარი როლები შეასრულონ ფილმში, „აქ“.

ფილმის რეჟისორი ისევ რობერტ ზემეკისია, რომელმაც ამჯერად სტატიკური კამერა გამოიყენა, რომელიც მთელი ფილმის მანძილზე არ მოძრაობს.

ფილმი ოჯახური წყვილის ურთიერთობაზე გვიყვება.

მსახიობების გასაახალგაზრდავებლად გრიმის ნაცვლად კომპიუტერული გრაფიკა გამოიყენეს.

ფილმის პრემიერა 15 ნოემბერს არის დაგეგმილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები