LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორმალურად საქმე გვაქვს იმასთან, როცა უკრაინის პრეზიდენტი ელჩის მუშაობით უკმაყოფილო იყო – ქადაგიშვილი უკრაინის ელჩის გაწვევაზე

105
ირაკლი ქადაგიშვილი

უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას ეხმიანება და აცხადებს, რომ ელენსკი ელჩის მუშაობით უკმაყოფილო იყო.

ქადაგიშვილის თქმითვე, ამის მიუხედავად, ორი ქვეყნისა და ხალხის დამოკიდებულებაში არაფერი იცვლება:

“უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, ფორმალურად საქმე გვაქვს იმასთან, როცა უკრაინის პრეზიდენტი ელჩის მუშაობით უკმაყოფილო იყო – აქედან გამომდინარე, ეს მთლიანად მათი გადასაწყვეტი საქმეა.

ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის დამოკიდებულებაში არაფერი იცვლება. საქართველომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარი ძალიან მკაფიოდ, მყარად და ინიციატივიანად დაუჭირა და რუსული აგრესია ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე დაგმო.

საქართველო მიერთებულია სანქციების ყველაზე მნიშვნელოვან, ფინანსური სანქციების ნაწილზე.

საქართველო ისეთ სანქციებს ვერ განახორციელებდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას მოემსახურებოდა, ხოლო რუსეთის ფედერაციაზე არანაირად არ აისახებოდა. საქართველო იარაღს ვერავის ვერ მიაწოდებს, რადგან ასეთ იარაღი მას თავად არ გააჩნია. გარდა ამისა, იარაღის მიწოდება აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაა, როცა ვხედავთ, ნატო და აშშ როგორ შერჩევითად ახორციელებს ამას.

უკრაინის ხელისუფლების მკაფიო და მკაცრი უკმაყოფილება ნატოსა და აშშ-ს მიმართ, რომ ცა არ იკეტება და უფრო მნიშვნელოვანი შეიარაღება არ ეძლევა, ყველასთვის რა თქმა უნდა, გასაგებია”, – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია და თქვა, რომ “არიან ისეთები, რომლებიც დროს კარგავენ და მუშაობენ მხოლოდ იმისთვის, რომ თანამდებობაზე დარჩნენ. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის – მოძებნეთ სხვა სამსახური”

 

magti 5g